ალპებში დაკარგული გერმანელი მილიარდელის ძებნა შეწყვიტეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 00:55

ალპებში დაკარგული გერმანელი მილიარდელის ძებნა შეწყვიტეს

გერმანული ჰოლდინგის Tengelmann ხელმძღვანელის კარლ-ერივან ხაუბას პოვნის შანსი, რომელიც შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე, ალპებში დაიკარგა, არ არსებობს – ნათქვამია სავაჭრო ჯგუფის მიერ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 58 წლის მილიარდელის ოჯახთან შეთანხმებით გავრცელდა.
ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში შვიდ დღიანი ძებნა უშედეგოდ დასრულდა და იმის იმედიც, რომ სასწაული მოხდება, არ არის – ნათქვამია განცხადებაში.

ხაუბი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის 7 აპრილს ალპებში გაემგზავრა. მასთან კავშირი იმავე დღეს დაიკარგა. ბიზნესმენი შვეიცარიის არმიის მიერ ორგანიზებულ გამოცდილი მოთხილამურეების შეჯიბრებაში Patrouille des Glaciers აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 00:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics