ერდოღანი: მე მაქვს მტკიცებულება, ქიმიური იარაღი ასადმა გამოიყენა

13 აპრილს სტამბულში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფლობს ვიდეომტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს სირიის ქალაქ დუმაში ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ერდოღანის განცხადებით, მან ზემოაღნიშნული ვიდეომტკიცებულება, სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გადაუგზავნა.

,,დუმაში და აღმოსავლეთ გუტაში განვითარებული მოვლენები,  ქიმიური იარაღის გამოყენება,  მეტად მტკივნეული და  დამღუპველი ნაბიჯები იყო. მე მათი დამამტკიცებელი ვიდეომასალები მაქვს და ისინი პუტინთან გასაგზავნად მის სპეციალურ წარმომადგენელს გადავეცი. ეს საკითხი აშშ-ს პრეზიდენტთან, ბატონ დონალდ ტრამპთან ერთადაც განვიხილეთ სატელეფონო საუბარში და ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით მტკიცე უარყოფითი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ,,- განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: პატივცემულო ბატონო პუტინ, ან უპატივცემულო, აუხსენი მსოფლიოს…
შემდეგი სტატიაალპებში დაკარგული გერმანელი მილიარდელის ძებნა შეწყვიტეს