თენგიზ გუნავას ავტომანქანა ზუგდიდში, ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  “თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით BB-878-DD, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. ცნობილია, რომ აღნიშნული ავტომობილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს თენგიზ გუნავას ეკუთვნის.

სამართალდამცავები მომხდარს ადასტურებენ, ასევე ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მანქანა თენგიზ გუნავას ეკუთვნის, თუმცა ამ დროდე უცნობია ვინ მართავდა ავტომობილს შემთხვევის დროს, რადგან მძღოლი მომხდარი ავტოავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი დავით აბულაძე, თენგიზ გუნავას დეიდაშვილი ამტკიცებდა, რომ საჭესთან ის იჯდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, მანქანას მთვრალი მძღოლი მართავდა, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია ეს იყო თავად თენგიზ გუნავა თუ დავით აბულაძე, რომელიც უკვე დაკითხეს.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს