პრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2016 13:32

პრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს

პრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი რეგიონი საქართველოში და ამ მიმართულებით გარკვეული რეზერვები არსებობს.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ცენტრალური მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ეკონომიკური პროექტები მაქსიმალურად დაჩქარდეს და ასევე, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია.

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2016 13:32