ნაბაკევში დაკავებული ქართველი მძევლები გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ქართველების, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ამ დროისათვის გათავისუფლებულია. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი იუწყება, მძევლები სახლებში ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე 19 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებული 6 მოქალაქე, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია, ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ, თუმცა ამის შემდეგ მათ შესახებ უწყებას ინფორმაცია არ მიუღია.

banner
წინა სტატიაში“მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს” – თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევაზე
შემდეგი სტატიაახალგორის რაიონში ე.წ. მესაზღვრეებმა მცხეთის რაიონის 3 მოქალაქე დააკავეს