“მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს” – თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

როგორც წულუკიანი ამბობს, მან დეკემბრის დასაწყისში საბჭოს წევრებს აღნიშნულ საკითხზე რჩევაც მისცა, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, მათ ეს რჩევა არ გაითვალისწინეს.

“ლევან მურუსიძეს მოვუწოდე, რომ უკან გაეტანა თავისი საკონკურსო განაცხადი. ასევე საბჭოს მოსამართლე წევრებს ვუთხარი, რომ კენჭისყრისას კანდიდატების წარსული გაეთვალისწინებინათ. მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. მე არ და ვერ ვაძლევ იუსტიციის საბჭოს წევრებს მითითებებს, რა გადაწყვეტილებები მიიღონ. ერთადერთი რაც შემიძლია, არის რჩევები, საჯარო განცხადებები, რომელიც, ამ შემთხვევაში, არავინ გაითვალისწინა“, – ამბობს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიბანკ “რესპუბლიკის” დაყაჩაღების მცდელობა და სროლა ვაკეში
შემდეგი სტატიანაბაკევში დაკავებული ქართველი მძევლები გაათავისუფლეს