ახალგორის რაიონში ე.წ. მესაზღვრეებმა მცხეთის რაიონის 3 მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მცხეთის რაიონის მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა მცხეთის რაიონის 3 მოქალაქე სასაზრვრო ზონის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

„როგორც გაირკვა, მცხეთის რაიონის მოქალაქეებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. დამნაშავეები ლენინგორის რაიონის სოფელ ცხილონის რაიონში დააკავეს“, – განაცხადეს ე.წ. უწყებაში.

შემოწმების შემდეგ, დაკავებულთა მასალები სასამართლოს გადაეცა. ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ, ისინი გათავისუფლდებიან.

banner
წინა სტატიაშინაბაკევში დაკავებული ქართველი მძევლები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილი არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა