19 ათასი გატეხილი ვებგვერდი – კიბერშეტევა საფრანგეთზე

გასული კვირის ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთი ამჯერად, კიბერ შეტევების ობიექტი გახდა. ისლამისტმა ჰაკერებმა 19 ათასამდე სამოქალაქო ვებგვერდს შეუტიეს. მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა ფრანგულ საიტებზე პირველად განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საიტები შერჩეული არ ყოფილა თემატიკის მიხედვით, რადგან თავდასხმის ობიექტები გახდა როგორც ტურისტული, ისე სამხედრო თემატიკის ვებგვერდები.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის კიბერ-უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბის კიბერდანაშაულს საფრანგეთში ადგილი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი რელიგიის დაცინვას გმობს
შემდეგი სტატიააფრიკიდან ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა