აფრიკიდან ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა

გვიან ღმაით ბათუმში დაბრუნდა ქართველი მეზღვაური სერგო ბასილაია, რომელიც ეკიპაჟის სხვა ქართველ წევრებთან ერთად აფრიკაში, ბენინში, კოტონუს წყლებში, რამდენიმე თვე იმყოფებოდა. დაბრუნების მიზეზი ხელის ტრავმაა.

დანარჩენი მეზღვაურები, კი რომლებიც საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ, გემზე რჩებიან.

სერგო ბასილაიას თქმით, 23 ქართველი მეზღვაური მძიმე პირობებში იმყოფება. მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და ამ დრომდე დამქირავებელი კომპანიისგან არც ანაზღაურება არ მიუღიათ.

“მძიმე მდგომარეობაში არიან მეზღვაურები. ბერძნებიბ არ ასრულებენ პირობებს. ექვსი თვის განმავლობაში ხელფასი არ აქვთ ბიჭებს აღებული. მიდის დაპირება, აუცილებლად გადაგიხდითო, მაგრამ არ შეასრულეს პირობა,” – აცხადებს მეზღვაური.

დამსაქმებელი ბერძნული კომპანია მეზღვაურებს სახელფასო დავალიანების დაფარვას რამდენჯერმე დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

მეზღვაურებმა პროტესტის ნიშნად გემები გააჩერეს და ახალი ტვირთების გადატანაზე უარს ამბობენ.

banner
წინა სტატიაში19 ათასი გატეხილი ვებგვერდი – კიბერშეტევა საფრანგეთზე
შემდეგი სტატიაყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნდა