რომის პაპი რელიგიის დაცინვას გმობს

2 კვირის წინ პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. აზიური ტურნის დროს მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხვისი რელიგიის დაცინვა მიუღებელია.

“ის ადამიანები, რომლებიც ცუდს ამბობენ სხვა რელიგიაზე, დასცინიან და ხუმრობენ მათზე, პროვოკაციით არიან დაკავებული. ამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ყველა რელიგიას, რომელიც პატივს სცემს ადამიანებს, გააჩნია ღირსება. ის რაც პარიზში მოხდა, ძალიან ცუდია, თუმცა გავიხსენოთ, რამდენი ომი იყო ისტორიაში რელიგიის გამო. პარიზის ტერაქტში ამ ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს, თუმცა განადგურების მიზნით,” – განაცხადა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშივალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 6-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.
შემდეგი სტატია19 ათასი გატეხილი ვებგვერდი – კიბერშეტევა საფრანგეთზე