11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები ხუთ სკოლაზე განხორციელდა

11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები ხუთ სკოლაზე განხორციელდა, აქედან ორს ცეცხლი 27 ოქტომბერს გაუხსნეს. ამის შესახებ იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა განაცხადა.

“ქალაქ დუმაში და დასავლეთ ალეპოში სკოლების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ჩვენ აღშფოთებას და რისხვას აძლიერებს… თუ ამის ჩამდენი პირები ვერ პულობენ საკუთარ თავში ჰუმანიზმს, მათ საერთაშორისო გმობა უნდა იგრძნონ”, – განაცხადა ლეიკმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალეპოს რაიონში სკოლაზე ჭურვისა და გაზის ბალონის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ათი ბავშვი. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, სკოლის მისამართით ცეცხლი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოდან გახსნეს.

26 ოქტომბერს იუნისეფმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში სკოლაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 22 ბავშვი და ექვსი მასწავლებელი.

რუსული მხარის მტკიცებით, რუსული უპილოტო აპარატის მიერ ჩატარებულმა აეროგადაღებამ სკოლაზე ავიდარტყმების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმის ამსახველი კადრებს გაყალბებული უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

“თუ ეს შეგნებული ნაბიჯი იყო, ამის შეფასება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანაშაულის”, – განაცხადა ბან კი მუნმა

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი : ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის კონკრეტულ თარიღს ისევ ვერ ასახელებს