იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის კონკრეტულ თარიღს ისევ ვერ ასახელებს

ვიმედოვნებ, რომ დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის , – ამის შესახებ საქარტველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერმანი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს:

„მუდმივად ვამბობ და ახლაც ვიტყვი – ვიმედოვნებ, რომ დრო, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შორს არ არის. არ შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც უფრო ფართო მხარდაჭერაა საჭირო, რათა ხალხს ჰქონდეს შედეგი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს“,-აღნიშნა ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები ხუთ სკოლაზე განხორციელდა
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების საკითხს სწავლობს