იანოშ ჰერმანი : ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს

ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, პირად შეფასებას ჯერ ვერ გეტყვით მთელს პროცესზე, რადგან ეს პროცესი არ დასრულებულა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ინაოშ ჰერმანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებიან სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც შეფასებებს გააკეთებენ.

“ყველა ველოდებით მეორე ტურს. ჩემს პირად შეფასებას ვერ გეტყვით მთელს პროცესზე, რადგან ეს პროცესი არ დასრულებულა. მინდა დავამატო, რომ საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის ეგიდით, OSCE/ODIHR-იც და ველოდებით შეფასებას, რომელიც იქნება მეორე ტურთან დაკავშირებით, ასევე, ველოდებით მთლიანი საარჩევნო პროცესის შეფასებას იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება ეუთო-ს მიერ”,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბელორუსიის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატია11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები ხუთ სკოლაზე განხორციელდა