უკრაინაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს

Ukrainian servicemen fire their weapons during fighting with pro-Russian separatists in Pesky village, near Donetsk უკრაინის სამხედრო გენშტაბის პრეს-სპიკერის ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპ და  23 დაიჭრა. ამ მომენტისთვის უკრაინულ სამედიცინო დაწესებულებებში,  სხვადასხვა სახის ჭრილობებით 559 სამხედრო მოსამსახურე გადის მკურნალობას, რომელთაგან 28-ს მდგომარეობა კრიტიკულია.

პრეს-მდივნის განცხადებით ფრონტზე, დებალცევოსა და მარიუპოლის მიმართულებით რტული სიტუაციაა, რადგან სეპარატისტები მასიურ დაბომბვას განაგრძნობენ და შეტევაზე გადმოდიან. მოწინააღმდეგეს დებალცევოს ალყაში მოქცევის სურვილი აქვს, განაცხადა სელეზნიოვმა.

უკრაინის ფრონტის სხვა მიმართულებით კი ,,აზოვის,, პოლკმა დასახლებული პუნქტები შიროკინო, პავლოპოლი, კომინტერნოვო დაიკავა და  ნოვოაზოვსკის მიმართულებით შეტევაზე გადადის, აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში.fcb3415c4e66e6bcc35590487b77a08f

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობამ ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა
შემდეგი სტატია„ქუცნაშვილის შანსები მინიმალურია,” – ნინო გოგუაძე