საპარლამენტო უმრავლესობამ ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ მათი თანაგუნდელის – ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე – წარადგინოს თავისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. მმართველი გუნდის დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, შესაბამისად, პარლამენტიც იმ კანდიდატურებს განიხილავს, რომელსაც უახლოს დღეებში გიორგი მარგველაშვილი დაასახელებს.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან ბევრი კანდიდატია წარდგენილი და ალბათ საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს. ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი თავის ნომინირება თავადაც შეუძლია, მით უმეტეს, თუ 11-მა არასამთავრობომ წარადგინა ზაქარია ქუცნაშვილი, ეს ამ ორგანიზაციების ინტერესია და პარლამენტი იმსჯელებს იმ კანდიდატებზე, რომელთაც პრეზიდენტი წარმოადგენს,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა, უმრავლესობის დეპუტატი კი ამ წინადადებას დასთანხმდა.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობის შემოწმების მასალებს საკრებულო დღეს გაეცნობა
შემდეგი სტატიაუკრაინაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს