„ქუცნაშვილის შანსები მინიმალურია,” – ნინო გოგუაძე

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შანსები, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მინიმალურია. „თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი ნინო გოგუაძე ამის მიზეზად უმრავლესობასთან შეუთანხმებლობას ასახელებს. მისი თქმით, თუ ქუცნაშვილს თავისი გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან არ შეუთანხმებია, მას მათი მხარდაჭერის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

„ჩვენ თვითონ დავასახელეთ შალვა შავგულიძე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მისი პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის. რაც შეეხება ქუცნაშვილს, ის არასამთავრობოებმა წარადგინეს და ჯერი პრეზიდენტზეა. თუ უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, მე შემიძლია ვთქვა, რომ მისი შანსები მინიმალურია,” – განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად მის დასახელებას დღეს დასთანხმდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ კი საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპენტაგონი უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის