“პირველი ისტერიკა, რაც დაემართა საქართველოს ხელისუფლებას, იყო ზუსტად ეს ვერტმფრენები,” – დიმიტრი შაშკინი “სუპერ პუმებზე”

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

დიმიტრი შაშკინი დეტალურად ხსნის იმ მოტივაციას, რაც ქართულ მხარეს ქონდა, როდესაც საფრანგეთიდან „სუპერ პუმას“ ვერტმფრენები შეიძინა.

როგორც ცნობილია, “კურიერის” ინფორმაცია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ ვახტანგ გომელაურმა დღეს დაადასტურა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, „სუპერ პუმას“ ვერტმფრენები ძალიან მნიშვნელოვანია სამაშველო ღონისძიებებისთვის. მისი განმარტებით, მას შეუძლია, ღამით, წყლიდან, მაღალი მთიდან ადამიანების ევაკუაცია, მასში ასევე შესაძლებელია საკაცეების განთავსება და საველე ჰოსპიტლის მოწყობა, დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

“პირველი ისტერიკა, რაც დაემართა საქართველოს ხელისუფლებას, იყო ზუსტად ეს ვერტმფრენები. საუბარი იყო, რატომ არის ასეთი ფუფუნების ვერტმფრენები საქართველოში. ეს იგივეა, რომ შეადაროთ „ნივა“ და „ჰამერი“. ეს ვერტმფრენები ვიყიდეთ კრედიტით. ამ 4 ვერტმფრენს მოყვებოდა პაკეტები – მფრინავების, ელექტრიკოსების და მექანიკოსების გადამზადება. ახალმა მთავრობამ ეს პაკეტი გააჩერა, ანუ ის ხალხი, რომელიც ამ ვერტმფრენებს უნდა მოემსახუროს, ჩვენ ახლა არ გვყავს,” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინის თქმით, ხელისუფლება იმთავითვე იყო ინფორმირებული, რომ ვერტმფრენებს ვერ გაყიდდა, რადგან ისინი შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მათ შორის, საფრანგეთის სახელმწიფოსიც.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლებამ სამწუხაროდ ისარგებლა ამ მძიმე ტრაგედიით, რაც თბილისში დატრიალდა,” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიაანა პოლიტკოვსკაიას ქუჩას დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება