„ხელისუფლებამ სამწუხაროდ ისარგებლა ამ მძიმე ტრაგედიით, რაც თბილისში დატრიალდა,” – ირაკლი აბესაძე

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებზე დეპუტატები საბოლოოო გადაწყევტილებას ცოტა ხანში საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები შესაბამისმა კომისიამ უკვე დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით 14 მილიონი ლარი გამოიყოფა სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად.

ცნობილია, რომ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ისინი მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის შენიშვნები უკავშირდება სწორედ იმ 14 მილიონ ლარს, რომელიც გამოიყოფა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საიდანაც მერიის წილი არის მხოლოდ 2 მილიონი ლარი.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია სტიქიის ფონზე ცდილობს განახორციელოს ბიუჯეტში ისეთი ცვლილებები, რომლებიც შეიცავენ კორუფციის ნიშნებს.

„ხელისუფლებამ სამწუხაროდ ისარგებლა იმ მძიმე პერიოდით და იმ მძიმე ტრაგედიით, რაც თბილისში დატრიალდა და თბილისის ბიუჯეტში ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისე რომ მას ტრაგედიასთან შეხება არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ 14 მილიონ 400 ათას ლარს, ამ მიმართულებით, თანხები არ მოკლებია 88 მილიონიან ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების შენახვას და მათ ფუფუნებას ხმარდება,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება იქნება საჭირო.

„ამ ეტაპზე, იმ მოკლე პერიოდში რაც ჩვენ გვქონდა სტიქიიდან დღემდე, მოხდა ის, რომ ყველა ის ეკონომია რომელიც არის თბილისის მერიის მიერ გაწეული, იქნა მიმართული სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშისარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა…
შემდეგი სტატია“პირველი ისტერიკა, რაც დაემართა საქართველოს ხელისუფლებას, იყო ზუსტად ეს ვერტმფრენები,” – დიმიტრი შაშკინი “სუპერ პუმებზე”