ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩას დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქუჩას დღეს, დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, – ამის შესახებ “თაიმერს” “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს.
“ვაკის რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქუჩაზე მდებარე საშუალო წნევის გაზსადენზე შექმნილი საავარიო სიტუაციის გამო დღეს, 23 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე შენობებს (სულ 1500-მდე აბონენტს)”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავარიიის სალიკვიდაციო სამუშაოს ინტენსიურად აწარმოებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება.

banner
წინა სტატიაში“პირველი ისტერიკა, რაც დაემართა საქართველოს ხელისუფლებას, იყო ზუსტად ეს ვერტმფრენები,” – დიმიტრი შაშკინი “სუპერ პუმებზე”
შემდეგი სტატიაქუთაისში გამწვანების სამსახური ყვავილებს წვიმაში რწყავს (ფოტო)