უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა პატრიარქმა ფილარეტმა, ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრისას, მას წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
ამის შესახებ , კიევის საპატრიარქოს ფეისბუკის გვერდზე დაიწერა, რომლის მიხედვითაც პატრიარქმა ამერიკელი სენატორი, მაიდნის მოვლენების მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ინფორმაციით, პატრიარქი ფილარეტი ვაშნგტონში 6 თებერვლამდე დარჩება და ამ დროის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონგრესმენებსა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.