პატრიარქმა ფილარეტმა სენატორ ჯონ მაკკეინს წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა

პატრიარქმა ფილარეტმა სენატორ ჯონ მაკკეინს წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა

პატრიარქმა ფილარეტმა სენატორ ჯონ მაკკეინს წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცაუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა პატრიარქმა ფილარეტმა, ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრისას, მას წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

ამის შესახებ , კიევის საპატრიარქოს ფეისბუკის გვერდზე დაიწერა, რომლის მიხედვითაც პატრიარქმა ამერიკელი სენატორი, მაიდნის მოვლენების მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ინფორმაციით, პატრიარქი ფილარეტი ვაშნგტონში 6 თებერვლამდე დარჩება და ამ დროის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონგრესმენებსა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

banner
წინა სტატიაშისაყდრისის საკითხის შესწავლაში იუნესკო ერთვება
შემდეგი სტატიათუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი-ირმა ნადირაშვილი