პარიზის პროკურატურა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

პარიზის პროკურატურა Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელთა დაკავების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მანამდე “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პარიზის ჩრდილო-აღამოსავლეთით სროლის შედეგად, ხოლო გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

სამართალდამცავებმა ქალაქის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახლებში დარჩნენ.
ოპერაციის მიმდინარეობაში ვერტმფრენები ჩაერთნენ.

banner
წინა სტატიაშიექიმმა 30 პაციენტი მოკლა
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია