კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება თავად მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის განცხადებით, ერთიანდება რამდენიმე სამსახური და გამოცხადდება კონკურსი ახალ თანამდებობებზე, რომელშიც მონაწილეობის მიღებას სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც შეძლებენ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ნეკა სებისკვერაძე კულტურის სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო, არ დასტურდება.

გიორგაძის განცხადებით, თანამშრომლების შერჩევა კონკურსის წესების თანახმად მოხდება.

რაც შეეხება სოფო აბულაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ აბულაძემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპარიზის პროკურატურა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერი – ჩვენ ვართ ომში ტერორიზმთან და არა რელიგიასთან