ექიმმა 30 პაციენტი მოკლა

გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტში ყოფილმა ექიმმა აღიარა, რომ მან 30 პაციენტი მოკლა.

38 წლის მამაკაცმა ექიმ -ფსიქიატრებს უთხრა, რომ პაციენტებს გულის საშუალებების გაზრდილი დოზით კლავდა. დაკავებულის სახელს მასმედია არ ახმოვანებს, საუბარია მის მიერ 2003-2005 წლებში ჩადენილ მკვლელობებზე.
გამოძიების ვერსიით, ექიმი პაციენტებს ჯერ ინექციას უკეთებდა, შემდეგ კი ცდილობდა მათ სიცოცხლისკენ მობრუნებას.

2008 წელს საავადმყოფოს თანამშრომელს 7,5 წელი მიუსაჯეს მკვლელობის მცდელობისთვის.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა 88 ათასი სამხედროს და პოლიციელის მობილიზება მოახდინა
შემდეგი სტატიაპარიზის პროკურატურა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს