მედია: აშშ-ს სპეცსამსახურები პუტინს მისი მეგობრის მეშვეობით უთვალთვალებდნენ

ამერიკული სპეცსამსახურები პუტინზე თვალთვალს მისი მეგობრის მეშვეობით ანხორციელებდნენ. დასავლეთის მედია რუსეთის ფედერაციის ლიდერის მიერ განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობს, რომელსაც აშშ გერმანიის ექს-კანცლერის გერჰარდ შრიოდერის მეშვეობით ახორციელებდა.
ამის შესახებ გერმანული Bild am Sonntag-ი წერს.
გერჰარდ შროდერმა გერმანიის კანცლერის პოსტი 2005 წელს დატოვა, რომლის შემდეგაც რუსეთის ენერგეტიკული სექტორით დაინტერესდა. 2006 წელს მან Nord Stream AG-ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიას რუსული გაზპრომი აკონტროლებდა.
შრიოდერი რუსეთთან ძალიან ახლო დამოკიდებულებაში იყო სანამ კანცლერად დაინიშნებოდა, პოსტის დატოვების შემდეგ კი პუტინის მეგობრად დარჩა, რასაც არასდროს მალავდა. ამის გამო ის უკვე ექს-კანცლერი აშშ-ს სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტი იყო.
აშშ-ს უშიშროების ეროვნული სააგენტოს ტოტალურ თვალთვალზე მასალები WikiLeaks-ზე ქვეყნდება.
ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, იცოდა თუ არა კრემლმა შრიოდერზე თვალთვალის შესახებ, მოკლედ უპასუხა: “ცხადია”.

banner
წინა სტატიაშისსფ : ევროზონას საბერძნეთის ხსნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი ვალებს ჩამოაჭრის
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციის რიგგარეშე შეხვედრა ორშაბათს გაიმართება