ერგნეთში ინციდენტების პრევენციის რიგგარეშე შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინიტროში შვეიცარიის ელჩს რუსეთისთვის გასაგზავნი საპროტესტო ნოტა გადასცეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კარასინის დღევანდელი განცხადებები არ გაკვირვებია. დონდუამ კარასინის პოზიცია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე აბაშიძეზე ადრე გაიგო.

გრიგორი კარასინმა დღეს პრაღაში ყველაფერი თბილისში მოქმედი იმ ძალების პროვოკაციას დააბრალა, რომლებსაც, მისი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ სურთ.

თბილისში დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა დროზე ადრე, ორშაბათს გაიმართება. კარასინი ამბობს, რომ რიგგაგრეშე შეხვედრა ოკუპირებულმა ცხინვალმა მოითხოვა, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა ქართული მხარის ინტერესში შედის.

ექსპერტები ამბობენ, რომ მაშინ როცა რუსეთის საოკუპაციო ზოლს სწევს, აბაშიძე -კარასინის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას და ეკონომიკურ თემებზე საუბარს აზრი არ აქვს.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მოითხოვს ოპოზიცია. უმრავლესობა კი აბაშიძის თბილისში დაბრუნებას ელის, რომ პრაღაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პარლამენტში ისაუბროს.

banner
წინა სტატიაშიმედია: აშშ-ს სპეცსამსახურები პუტინს მისი მეგობრის მეშვეობით უთვალთვალებდნენ
შემდეგი სტატიაფლორიდელი მამაკაცი ნიანგთან სექსის გამო დააპატიმრეს