სსფ : ევროზონას საბერძნეთის ხსნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი ვალებს ჩამოაჭრის

ევროზონამ საბერძნეთის ვალებზე ლიბერალური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, თუკი მას ქვეყნის ეკონომიკის ხსნა უნდა. “საბერძნეთს ვალის გადახდა მხოლოდ ლიბერალური პოლიტიკით შეუძლია, რომელიც იმაზე დიდ ხანზე იქნება გათვლილი, ვიდრე მას ახლა ხედავს ევროპა” – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
საბერძნეთისთვის ვალების გამო შექმნილი მდგომარეობა ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუტანელია. პრობლემის მოგვარების სამი ვარიანტი არსებობს, პირველი, შესაძლებელია ვალის გაყინვა30 წლის მანძილზე, მეორე, იწარმოოს ყოველწლიურმა ტრანსფერტემბა საბერძნეთის ბიუჯეტში და მესამე, უბრალოდ ვალი ჩამოეჭრათ – ნათქვამია მოხსენებაში.
მაღლააღნიშნული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება საბერძნეთს თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოუწევს – ხაზგასმულია მოხსენებაში, რომელიც სსფ-ის ვებ გვერდზეა განთავსებული.

banner
წინა სტატიაშიობამამ სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიამედია: აშშ-ს სპეცსამსახურები პუტინს მისი მეგობრის მეშვეობით უთვალთვალებდნენ