იაპონიაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ “ბიბისის” ცნობით, აშშ-ის გელოგიური სამსახური იტყობინება.
მთავრობის განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. თვითმხილველების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოშიც. ნგრევის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისენაკისა და ზუგდიდის ოლქებში ხვალ საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი საქართველოში არსებულ ბანკებს სთხოვს, 20-წლიანი კრედიტით ბინის ყიდვის საშუალება მისცენ