სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში ხვალ საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება

სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში ხვალ საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.

ცესკოს სპიკერი, ანა მიქაძე, აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ხვალინდელი არჩევნებისთვის.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ 31 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნები წარიმართოს მშვიდ, წყნარ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. საარჩევნო უბნები მზად არის ხვალინდელი არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,“ – აცხადებს ცესკოს სპიკერი.

ორივე მათგანში რეგისტრირებული არიან ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატები. სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელიც.

banner
წინა სტატიაშისაია ზუგდიდსა და სენაკში ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება
შემდეგი სტატიაიაპონიაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა