ირინა სარიშვილი საქართველოში არსებულ ბანკებს სთხოვს, 20-წლიანი კრედიტით ბინის ყიდვის საშუალება მისცენ

988cea2f5a.images.new_photo.politika.politikosebi.irina-sarishviliირინა სარიშვილი საქართველოში არსებულ ბანკებს სთხოვს, 20-წლიანი კრედიტით ბინის ყიდვის საშუალება მისცენ.
სარიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ შესაძლოა, ივლისიდან მისი ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.
„გამოუვალი მდგომარეობის გამო მივმართავ საქართველოში არსებულ ყველა ბანკს, ქართუ ბანკის გარდა: მომცეს საშუალება 20-წლიანი კრედიტით ბინის შესყიდვისთვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თუნდაც ჩემთვის უმძიმესი პირობების გათვალისწინებით.

TBC BANK – თიბისი ბანკი; Liberty Bank ; საქართველოს ბანკი (Bank of Georgia) ; ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო და სხვები. არ ვიცი ყველას სახელწოდება, ამიტომ ყველას ვერ დავთაგავ!
ჩემს ყველა აქაურ მეგობარს ვთხოვ თანადგომას და ამ განცხადების გავრცელებას.
არ შეგაწუხებდით, გამოუვალი მდგომარეობა რომ არ იყოს.
ივლისის თვიდან მე და ჩემი ოჯახი შეიძლება ქუჩაში აღმოვჩნდეთ“, – წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაალასანია: ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო