ალექსანდრე ვერშბოუ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო

news
: news იანვარი 30, 2015 11:09

ალექსანდრე ვერშბოუ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო

მნიშვნელოვანი

  • "იროკეზის" ტიპის ვერტმფრენი, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა - ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო სისტემები და საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები.

სხვა სტატიები

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძესთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე  საჩვენებელი წვრთნას დაესწრო.

წვრთნაში მონაწილეობდნენ 425 სამხედრო ტექნიკა, ორი ერთეული „სუ25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი “იროკეზის” ტიპის ვერტმფრენი, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა – ტანკები, ქვეითთა საბრძოლო  მანქანები, თვითმავალი საარტილერიო სისტემები და საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები.

წვრთნის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. მინდია ჯანელიძის თქმით, მხარეები ამჟამად,ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის ადგილის მოძიებაზე მუშაობენ.

თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ვაზიანის სამხედრო პოლიგონი უკვე დატოვეს და ისინი ამჟამად, მეოთხე ქვეით ბრიგადაში იმყოფებიან,  საიდანაც ვირტუალური სიმულაციის ცენტრში გადაინაცვლებენ.

news
: news იანვარი 30, 2015 11:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,920
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics