“საქართველოს ბანკის” ფილიალიდან თავდამსხმელმა მცირე თანხა გაიტაცა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, N13-ში მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი ექსპრესცენტრი დააყაჩაღეს. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ფილიალში გამთენიისას შეიჭრა და გარკვეული თანხის წაღება მოახერხა. სავარაუდოდ, თანხა მცირე რაოდენობის უნდა იყოს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, ფილიალს დაცვის სამსახური იცავს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ვერშბოუ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ეროსი კიწმარიშვილის საქმე მოხვდა