ეუთოს მტკიცებით, 3 დღის წინ ლუგანსკში კასეტური ბომბები გამოიყენეს

უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ იქ დაუდგენელი სამხედრო ჯავშანმანქანების გადაადგილება დააფიქსირა.

ყოველკვირეულ ანგარიშში კი მონიტორინგის მისია წერს, რომ 3 დღის წინ ლუგანსკში კასეტური ბომბები გამოიყენეს.

ამ ფონზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს შეერთებული შტატები ევროკავშრთან. ამ ინფორმაციას თეთრის ახლი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების ფონზე გასაკვირი არაა, რომ ევროკავშრი სანქციების საკითხს ისევ მიუბრუნდა.

banner
წინა სტატიაშივადამდელი საპარლამეტო არჩევნები “ქართული ოცნებისთვის” დიდი ხაფანგი შეიძლება აღმოჩნდეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ვერშბოუ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო