ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერთან დისტანციური თათბირი გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერთან დისტანციური თათბირი გამართა და მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები გააცნო იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

დისტანციურ თათბირს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საკითხი, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის საკვებით და მედიკამენტებით ბინაზე მომარაგება იყო.

ასევე, გაიცა რეკომენდაცია, რომ დაიხუროს სპორტული დარბაზები, ფიტნესკლუბები, კაფეები და რესტორნები.

გარდა ამისა, დისტანციური თათბირის დროს აღინიშნა, რომ ამ დროისთვის მიკროავტობუსების გადაადგილება იზღუდება ქალაქებში, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონებს შორის მათ მოძრაობას, ამ ეტაპზე ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლებისდაგვარად იქნება კონტროლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის