ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას რვა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც არიან. კენჭისყრის შედეგების მიხედვით ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების წინააღმდეგ ხმა მისცეს ეკა ბესელიამ, ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა, ლევან კობერიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.

კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ნიღბიანებმა იარაღის მუქარით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გავლენები მოიპოვონ სასამართლოში და ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტალახის სროლას თავისი კოლეგების მიმართ