ქობულეთში ნიღბიანებმა იარაღის მუქარით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე. სადგურში ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. მას შემდეგ რაც ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედებს თანხა მისცეს, მათ ტერიტორია დატოვეს.

„დაყაჩაღება იყო და გაიქცნენო. შეიარაღებული “დუბინკითო” და მგონი ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათო,“-განაცხდაა ბენზინგასამართი სადგურის დამლაგებელმა გულნარა ვასილენკომ

ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითემქაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც არ დაუჭირა