ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გავლენები მოიპოვონ სასამართლოში და ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტალახის სროლას თავისი კოლეგების მიმართ

„მე ვუსურვებდი თითოეულ ადამიანს, რომელსაც მართლაც სუბიექტური ინტერესები ამოძრავებთ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, სახე არ დაეკარგოთ,“ – ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკას, რომელმაც ზარდიაშვილს, მდინარაძესა და ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ მესაფლავეები და თანამედროვე „შარიკოვები“ უწოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი თანაგუნდელები სუბიექტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიმართ ტალახის სროლას არ ერიდებიან.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მოქმედი წევრებისგან განსხვავებით, ტყუილს ლაპარაკობენ.

“ადამიანები, რომლებიც წერენ კანონებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასცდნენ რეალობას, გავლენები მოიპოვონ სასამართლოში, ეს ადამიანები ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტალახის სროლას თავისი კოლეგების მიმართ იმისთვის, რომ თავისი სუბიექტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ვცდილობთ, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ იმისგან, რაც არის სიმართლე და რომელ სიმართლეზეც ასე საჯაროდ არ ლაპარაკობენ ხოლმე. არის ასეთი სიმართლეებიც. ისინი ლაპარაკობენ ტყუილს იმისთვის, რომ ცილი დასწამონ ადამიანებს, ტალახი მოაცხონ, იტყვიან და მერე სხვამ იმართლოს თავი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს