ზვიად გობეჯიშვილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს

,, ხელისუფლების ინიციატივა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების და მათთვის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე გადაწყვეტილება ეს არის თვითმმართველი ქალაქების განვითარებისათვის უკანგადადგმული ნაბიჯი.

ხელისუფლების არგუმენტი რომ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით მიღებული ეკონომია, ეს არის ერთი საშუალო სახელმწიფო სტრუქტურის წლიური პრემიის ოდენობა, ხოლო, უარყოფითი შედეგი გაცილებით მასშტაბურია.

საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე გვქონდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაძლიერება, თუმცა ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად გაურკვეველი შემოთავაზება, უფრო მეტიც, ცხადი გახდა, რომ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს გაუგზავნა დირექტივა, რომლითაც მოტხოვნილია თვითმმართველი ქალაქების და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება.

აშკარაა, რომ „საერთო საკონსტიტუციო აგონიიდან“ ვერ გამოსული ხელისუფლება ისევ ახალი სახალხო მღელვარების ფაზაში შედის. გაუგებარია, ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისას რატომ არ ხდება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, რატომ ჩქარობს ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ფართო კონსესუსის და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყვეტას.

ძლიერი თვითმართველობის არსებობა და განვითარება, ეს არის ქვეყნის ევროპული მართვის სწორი მოდელი და მისი შეცვლა ეს არის უკანდახევა და ევროპულ ღირებულებებზე უარისთქმა” – ნათქვამია გობეჯიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ოთარ წოწორია: ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი
შემდეგი სტატიათაიმზ სქვერზე მომხდარი ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი