(video) ოთარ წოწორია: ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი

ოთარ წოწორიას განცხადებით, მის სახლში განხორციელებული ჩხრეკა და შს სა​მინისტროს მიერ აღძრული საქმე მისი დის, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება და მის წინააღმდეგ არის მიმართული. “ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი. სანადირო თოფი ჩემია რეგისტრირებულია. ერთი იარაღი ბაბუაჩემის იყო და ისიც რეგისტრირებულია. დანარჩენი წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან გაჩნდა სახლში” – განუცხადა ჟურნალისტებს წოწორიამ.

პოლიციამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ ოთარ წოწორია არ დაუკითხავს.

კომენტარი გააკეთა წოწორიას ადვოკატმაც. მისი განმარტებით, სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი, კერძოდ პისტოლეტი და ვაზნები, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა. რაც შეეხება ორ სანადირო თოფებს, ადვოკატის თქმით, ისინი წოწორიას საკუთრება იყო და რეგისტრირებულია. “ოთარი წოწორია ერთი კვირა სახლში არ იმყოფებოდა, სახლის ის ნაწილი კი სადაც იპოვეს იარაღი ღია იყო, კერძოდ იარაღი ამოიღეს საკუჭნაოდან და სამზარეულოდან” – განაცხადა წოწორიას ადვოკატმა.

ოთარ წოწორია, მოსამართლე ნონა წოწორიას ძმაა, რომელიც სტრასბურგ​ის მოსამართლეა.

წოწორიების სახლიდან ამორებულ იარაღზე შსს საქმე 238-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ცეცახლსასროლი იარაღის შენახვას ითვალისწინებს.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

 

https://youtu.be/95PhgXvPiXU

 

 

banner
წინა სტატიაშიამერიკული დაზვერვა რუს ჰაკერებთან დაკავშირებით განგაშს აცხადებს
შემდეგი სტატიაზვიად გობეჯიშვილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს