თაიმზ სქვერზე მომხდარი ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი

ნიუ იორკში, თაიმზ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტში მონაწილე მძღოლი მძღოლი დაკავებულია. უცხოური მედიის ცნობით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 26 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა.ქალაქის მერის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ ყოფილა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი დაკავებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, ის ორჯერ იყო დაკავებული ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.

banner
წინა სტატიაშიზვიად გობეჯიშვილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს
შემდეგი სტატია(ფოტო) ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ბილბორდი” აღმართეს