ზვიად გობეჯიშვილი: სასწრაფოდ გატარებულ იქნას სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები

პარტია ,,რეფორმატორების” გენერალური მდივანი ზვიად გობეჯიშვილი მოსკოვის ყოფილი მერის ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ სატელევიზიო კომენტრს ეხმაურება.

,,მოსკოვის ყოფილი მერი ლუჟკოვი, მხოლოდ სტუმარი არ ყოფილა აფხაზეთში, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართული მიწების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის განხორციელების საქმეში. მან დააფინანსა ადლერიდან სოხუმამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც საჩუქრად მიიღო უძრავი ქონება გაგრაში. მის მფობელობაშია სანატორიუმები: „ამრა“, „კოლხიდა“, „გაგრიპში“, სასტუმრო „რიცა“, სოხუმის სასტუმრო „აბხაზია“ და დიდი მიწის ნაკვეთი სოხუმის ცენტრში გოლფ კლუბისთვის.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მისი დღვანდელი თავხედური განცხადება მორიგი პროვოკაციაა რუსეთის მხრიდან, რომელსაც დაუფარავად, უკვე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი აცხადებენ. ლუჟკოვმა გაახმოვანა პუტინის და მისი ხელისუფლების ოკუპაციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ტრადიციულად, კიდევ ერთხელ გამოხატეს უპატივცემულობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

მსურს, მოვუწოდო ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, გატარებულ იქნას სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები და ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო ლუჟკოვი პასუხისგებაში იქნას მიცემული”.

banner
წინა სტატიაშირუსეთი კვლავ განაგრძობს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ცინიკურ პოლიტიკას
შემდეგი სტატიასაქართველო ახალი აბრეშუმის გზის მიღმა რჩება