საქართველო ახალი აბრეშუმის გზის მიღმა რჩება

 

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ ანუ “ერთი სარტყელი“ წარმოადგენს ჩინური ინიციატივის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“ (Silk Road Economic Belt and 21st-Century Maritime Silk Road) სახმელეთო მდგენელს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენა – ეს ძალიან ამბიციური მიზანია, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჩინეთსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღრმავებით.

 

აღნიშნულ პროექტში გამოკვეთილია ექვსი დერეფანი: 1) ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდი, 2) დერეფანი „ჩინეთი – მონღოლეთი – რუსეთი“, 3) დერფანი „ჩინეთი – ცენტრალური აზია – დასავლეთ აზია“, 4) დერეფანი „ჩინეთი – ინდო-ჩინეთის ნახევარკუნძული“, 5) დერეფანი „ჩინეთი – პაკისტანი“ და 6) დერეფანი „ბანგლადეში – ჩინეთი – ინდოეთი – მიანმარი“.

 

 

დერფანი „ჩინეთი – ცენტრალური აზია – დასავლეთ აზია“ არის ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი ღერძი; ის ჩინეთის სინძიანის პრივინციას აკავშირებს ხმელთაშუა ზღვასთან, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ირანისა და თურქეთის გავლით. ის მიუყვება უძველესი აბრეშუმის გზის მარშრუტს. აღნიშნული ინიციატივა განმტკიცებულია ორმხრივი შეთანხმებებით ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ამ დერეფნის მიზანია რეგიონის ყველა ქვეყნის უკეთესად დაკავშირება ჩინეთთან, აგრეთვე ევროპასთან, და ამგვარად უზრუნველყოფს ახალ საერთაშორისო საკომუნიკაცი ქსელს, რომელიც მისაწვდომს გახდის ცენტრალური აზიის ქვეყნებს.

 

ფაქტობრივად, საქართველო დერეფნის მიღმაა, და ამ ფაქტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი დონის თანამედროვე სარკინიგზო გადაზიდვების შეთავაზებით, – იმდენად უმაღლესი, რომ მან უნდა დაჩრდილოს ირანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის უპირატესობები; ეს შესაძლებელია მოხდეს „საქართველოს რკინიგზის“ ფუნდამენტური რეორგანიზაციის შედეგად. მაგრამ აქ პრობლემა გვაქვს: „საქართველოს რკინიგზა“ არა თუ საერთაშორისო დერეფნის ფოკუსშია მოქცეული, მას შესაფერის ყურადღებას თვით ქვეყნის მთავრობა არ აქცევს. აი, მაგალითად, რამდენიმე დღეში პეკინში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი და ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ (Belt and Road Forum for International Cooperation – BRF). ჯერ არ ყოფილა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა საქართველოს დელეგაცია ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას.

 

შეგახსენებთ, ფორუმის მუშაობაში 1200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, 110 ქვეყნის ოფიცილური პირების, ექსპერტების, მეწარმეების, ფინანსური სტრუქტურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, აგრეთვე 60-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩათვლით. თავიანთი მონაწილეობა დაადასტურეს აგრეთვე მინიმუმ 28 ქვეყნის ლიდერებმა და მთავრობის მეთაურებმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ ეკ კიმ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა.

 

თუ ფორუმის მუშაობაში საქართველოს დელეგაცია, – თანაც ქმედითი და ეფექტური –  არ მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა საბოლოოდ ამოვარდება ევროპა – აზიის საკომუნიკაციო სისტემიდან, და მისი დაბრუნება შემდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია!

 

.

დათო გოჩავა – „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი

 

banner
წინა სტატიაშიზვიად გობეჯიშვილი: სასწრაფოდ გატარებულ იქნას სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები
შემდეგი სტატიასესიაშვილი: ლუჟკოვის თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა