ზვიად ძიძიგური-საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ

ბექა ნაცვლიშვილი პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები პარლამენტს გაეზიარებინა. ის პრინციპული ადამიანია. ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, გააგრძელებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ. „კონსერვატორები“, ჩვენი ფრაქცია სულაც არ ვართ მომხრე, რომ კიდევ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით და ყველა მივეჩვევით იმას, რომ ყველანი ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ. ეს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის კარგია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პორექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში58 წლის მამაკაცმა ოკუპანტების საგუშაგოზე ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მაჩალიკაშვილი ოპოზიციას შეხვდა