საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მაჩალიკაშვილი ოპოზიციას შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართა.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ ის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს ინტერესების დამცველთან ერთად შეხვდა.

როგორც “ევროპულ საქართველოში” განაცხადეს, ისინი კონსულტაციებს გამართავენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რათა ჩამოყალიბდნენ იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის იქნება საჭირო.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ მან ამ მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობას უკვე მიმართა. შვილომოკლული მამის განმარტებით, ცხადია, რომ მმართველ პარტიას ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ნება არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური-საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ
შემდეგი სტატია,,თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”