ზვავი, ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები და შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

უამინდობა საქართველოში – რეგიონებში სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს ელოდებიან. მთაში ზვავებისა და ღვარცოფების საშიშროებაა, შტორმი იქნება შავ ზღვაზე.

დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება თბილისშიც. თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, დღეიდან თბილისში ნალექი შეწყდება.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება. ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები. ამის გამო შესაძლებელია, კვლავ შავ ზღვაზე იყოს 4-5 ბალიანი შტორმი,“ – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ს თბილისის ბიუჯეტზე შენიშვნები აქვს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს