სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულს უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს. განცხადება ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა სპეცოპერაციაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან გააკეთა. ომბუდსმენი აჰმედ ჩატაევის საკითხსაც გამოემხუარა:

“ჯერჯერობით არ გვაქვს ვინაობა იმ პირთა შესახებ , ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ჩვენ ჩართული ვართ უკვე პროცესში, ასევე მოვინახულებთ უახლოეს პერიოდში დაკავებულს და მაქსიმალურად ვეცდებით მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე სახლახო დამცველს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნია და ამიტომ რა თქმა უნდა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია…

ის (ჩატაევი) იყო სხვა დროს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იყო ასევე საქმეში, როგორც მე მახსოვს მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება მის წინააღმდეგ . სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ ის შევიდა ტერორისტთა სიაში და შესაბამისად ის გახდა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ ერთი მებრძოლი” განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზვავი, ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები და შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება – სპეცოპერაციისას დაზარალებული