“ენმ”-ს თბილისის ბიუჯეტზე შენიშვნები აქვს

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მათ შენიშვნები თბილისის მერს გადაუგზავნეს სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა რეკომენდაცია:

„ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულო უკან დაუბრუნებს მერიას არის თვისობრივად შესაცვლელი და წარმოსადგენია ახალი, წლევანდელ მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით არანაკლებ 100 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი. ფრაქციის მიერ კახი კალაძეს გადაეგზავნა რამდენიმე გვერდიანი წერილი, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, ასევე 5 ძირითადი მოთხოვნა, რომელიც მათი აზრით, არსებული მწვავე სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა იყოს ასახული 2018 წლის ბიუჯეტში:

1. 150-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის

2.200-ლარიანი წამლების ვაუჩერი პენსიონერებისთვის

3.უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა 3-ჯერ

4.სტუდენტების უფასო მგზავრობა (M2, M3 – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი)

5.ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის ხარჯების ზრდა 50 მლნ ლარით

ასევე მათი აზრით, უნდა მოხდეს:

მოქმედ ბიუჯეტში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არანაკლებ 82 მილიონი ლარისა მათ შორის საშტატო და სტრუქტურული ოპტიმიზაციის გზით (მაგალითად ისინი ითხოვენ უსაფრთხოების სამსახურის და ააიპ მუნიციპალური ლაბორატორიის გაუქმებას)

მერის სარეზერვო ფონდის და ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესის დეტალური გაწერა

მთავრობასთან და პარლამენტთან მოლაპარაკებების ზრდით გათანაბრებით და კაპიტალური ტრანსფერების ზრდა არანაკლებ 100 მილიონი ლარისა

სხვა შენიშვნები” აცხადებენ “ენმ”-ში

banner
წინა სტატიაშიუამინდობა საქართველოში – გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაზვავი, ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები და შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება