ზუსტად მაგას უკეთებენ ლაზარეს, რომ ანერვიულონ და ჩვენც გვანერვიულონ – ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებს რჩებათ განცდა, რომ მოსამართლე შარაძე დროს სხვების მითითებით აჭიანურებს.

“ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ველოდებოდით გუშინ. სარეზოლუციო ფურცლის მოცემის უფლება აქვთ 5 დღის ვადაში და უკვე 5 დღეს გადაცდა. უკვე აღარ მინდა წინასწარ ვიზეიმო, იმიტომ, რომ გუშინდელი ზეიმი წყალში ჩაგვიყარეს და ათვლა გვაქვს, რომ 14 დღეს ხომ აღარ გადააცილებენ მაინც. ადვოკატები რომ იყვნენ შესულები, გვითხრეს, ძალიან გახარებულიაო. ახლა წარმომიდგენია, მაგის ყველა იქ გატარებული წუთი, რამხელა ნერვიულობა და რამხელა დაძაბულობაა. ზუსტად მაგას უკეთებენ ლაზარეს, რომ ანერვიულონ და ჩვენც გვანერვიულონ.
სასამართლოში გუშინ უთქვამთ, რომ გადავაგზავნითო. ჩვენც ციხიდან მოგვივიდა გზავნილი, გვითხრეს, რომ ფოსტით გააგზავნესო. ხოდა, სად არის ეს დაკარგული, ზუსტად არ ვიცი,” – ამბობს ლაზარეს ბაბუა.

ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატი ამბობს, რომ მსგავისი პრეცედენტი პრაქტიკაში არ ჰქონია. ლიკა ბითაძე ამბობს, რომ იმ შემტხვეავში თუ სარეზოლუციო ნაწილს არ ჩააბარებენ, მარტის აქციების აქტივისტს ციხეში კიდევ 14 დღის გატარება მოუწევს.

“ვალდებულება არ გვაქვსო. არასდროს მქონია ასეთი პრეცედენტი. უბრალოდ, მსჯავრდებულს, ყველა ვარიანტში, წესით და რიგით უკვე უნდა ჰქონდეს გადაცემული სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ არადა, ბოლო ვადამდე მოუწევს მაშინ საპატიმროში ყოფნა, მაგრამ ყველანაირად ეცდება დაცვის მხარე, რომ ყველანაირი კანონიერი ზომა გამოიყენოს, რომ ეს ასე არ მოხდეს,” – ამბობს ლიკა ბითაძე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ევტუშენკოვთან ლავსთორი, რომ ჰქონდა ამის გამოძიება დაიწყეს – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია – ლავროვი