საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია – ლავროვი

სერგეი ლავროვს იერიში მიაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ამბობს, რომ “დემონსტრაციამ ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია”.

“საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიზუსტად მაგას უკეთებენ ლაზარეს, რომ ანერვიულონ და ჩვენც გვანერვიულონ – ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ