ბიძინა ივანიშვილის ევტუშენკოვთან ლავსთორი, რომ ჰქონდა ამის გამოძიება დაიწყეს – ხაბეიშვილი

„ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და აპირებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, სუსის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც სუს-ს პასუხი არ გაუცია.

“რა სამწუხარო რეალობაა, ხედავთ. ბიძინა ივანიშვილის ევტუშენკოვთან ლავსთორი, რომ ჰქონდა ამის გამოძიება დაიწყეს? რუსი ოლიგარქი, პუტინის რეჟიმის წარმომადგენელი, რომ ჩვენს რუს ოლიგარქს დავალებებს აძლევს ამაზე გამოძიება დაიწყეს? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძეზე, რომ თქვა „ეფ-ეს-ბე“-ს და რუსეთის აგენტია ამაზე გამოძიება გინახავთ?
ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და აპირებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი. რეალურად, სახელმწიფოებრივად საინტერესო თემებზე უნდა მუშაობდნენ და არა იმ ზღაპრებზე და ბოდვებზე, რომელზეც სურთ რომ საზოგადოებამ ისაუბროს,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქოცებო, თქვე “ნაცებო“, შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება – გახარიას გუნდი
შემდეგი სტატიაზუსტად მაგას უკეთებენ ლაზარეს, რომ ანერვიულონ და ჩვენც გვანერვიულონ – ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი